|
2020-10-01 11:30:36, 1096 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში ინფიცირებული პირებისთვის 600-ზე მეტი საწოლია მობილიზებული
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 194 პირი გამოჯანმრთელდა. მინისტრის თქმით, ინფიცირებული პირებისთვის რეგიონში 600-ზე მეტი საწოლია მობილიზებული. „გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 194 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის უკვე 1300-ზე მეტი. გასული 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა გახლავთ 241. შესაბამისად, მობილიზებულია ყველა ტიპის საწოლი და ეს არის 600-ზე მეტი, რომელიც საჭიროა აღნიშნული პირების სამედიცინო მომსახურეობისათვის. დამატებით მობილიზდა 20 რეანიმაციული საწოლი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ჯამში უკვე 45 ინტენსიური თერაპიის რეანიმაციული საწოლი გაუწევს მომსახურებას აღნიშნული საჭიროების მქონე პაციენტებს“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)