|
2020-09-23 11:01:06, 1308 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარაში, 34 თბილისში, 14 კი იმერეთში გამოვლინდა
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რიცხვი კვლავ აჭარაშია, სადაც ბოლო 24 საათში, კოვიდ19-ის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მარინა ენდელაძის განცხადებით, 227 ახალი შემთხვევიდან, 34 თბილისში, 14 კი, იმერეთში გამოვლინდა. "დღეს ქვეყანაში არის 4 140 კოვიდინფიცირებული. გუშინ იყო 3913, შესაბამისად დაემატა 227 ახალი შემთხვევა. კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც გახლავთ 165 ახალი ინფიცირებული, თბილისში გახლავთ 34 პაციენტი, რუსთავში 4, იმერეთში 14 შემთხვევა, აქედან 2 არის თერჯოლა და 12 არის ქუთაისი, გურიაში გახლავთ 4 შემთხვევა, სადაც 1 არის ლანჩხუთი და 3 ოზურგეთი, გვაქვს დუშეთში 1 შემთხვევა, ზუგდიდში 2 ახალი კოვიდინფიცირების შემთხვევაა და ძირითადად არის ეს მონაცემები", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)