17:34 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 14:07:15, 922 ნახვა

ეკონომიკა
მაჭავარიანი - რამდენიმე წელი მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, 2023 წლისთვის დავუბრუნდებით ძველ ნიშნულს

რამდენიმე წელი მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, 2023 წლისთვის დავუბრუნდებით ძველ ნიშნულს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, 2023 წლისთვის დეფიციტი 3%-ზე ქვემოთ დავა, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნორმაა.

„მიგვაჩნია, რომ იმ ფისკალური პოლიტიკის ტემპი, რაც ახლა მიმდინარეობს, არ უნდა დავაგდოთ, რადგან 2021 წლისთვის ეს იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რათა აღდგენის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. შემდეგი რამდენიმე წელი კიდევ მაღალი დეფიციტის პირობებში ვიცხოვრებთ, მაგრამ 2023 წლისთვის მიგვაჩნია,  რომ უნდა დავუბრუნდეთ ძველ ნიშნულს, რაც არის 3%-ზე ქვევით და რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნორმაა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics