01:30 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 13:10:58, 942 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს, მარია გამეს გამესს შეხვდა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შსს-მ განუცხადა.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის პოლიციის ატაშეების მიერ განხორციელებული წარმატებული საქმიანობა.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ და ესპანეთის სამოქალაქო გვარდიის გენერალურმა დირექტორმა, მარია გამეს გამესმა ​ ხელი მოაწერეს ორგანიზებული დანაშაულის თაობაზე ერთობლივი ანალიზის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს მხარეების ერთობლივ ძალისხმევას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics