19:33 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 11:07:28, 3549 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 0.5 პროცენტით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის II კვარტალში 237.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 0.5 პროცენტით მეტია.

ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის II კვარტალში უმსხვილეს პირდაპირ ინვესტორ ქვეყნებში პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 24.8 პროცენტით, მეორე ადგილზე ნიდერლანდი - 22.4 პროცენტით, ხოლო მესამეზე თურქეთი - 13.3 პროცენტით.

„სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის II კვარტალში 57.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 78.1 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 29.6 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორი 27.7 მლნ. აშშ დოლარით“, - განაცხადეს საქსტატში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics