15:54 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-03 12:29:37, 2453 ნახვა

საზოგადოება
ტიკარაძე - „დონას“ კლასტერიდან კორონავირუსზე 600-ზე მეტი ტესტის აღება მოხდა, საიდანაც ვირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკონდიტრო „დონას“ კლასტერთან დაკავშირებით კორონავირუსზე აღებული 600-ზე მეტი ტესტიდან, ვირუსი  მხოლოდ ერთთან დადასტურდა.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შრომის უსაფრთხოებაზეც და აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ბათუმში შემოწმებული იქნა 7 ობიექტი, საიდანაც 2 არ ფუნქციონირებდა, ხოლო 4 ვერ აკმაყოფილებდა შესაბამის ნორმებს.

„დონას“ კლასტერში ჩვენ ავიღეთ 600-ზე მეტი ტესტი, გამოვლენილი იქნა მხოლოდ ერთი შემთხვევა, რაც, რა თქმა უნდა, კეთილსაიმედოა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ „დონას“ კლასტერის ლიკვიდირება მოხდა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ასევე, შრომის უსაფრთხოების მხრივ ბათუმში შემოწმებული იქნა 7 ობიექტი, 7-დან 2 არ ფუნქციონირებდა, 4 ვერ აკმაყოფილებდა ნორმებს, მათ, რა თქმა უნდა, ასევე ჰქონდათ არაერთი სიტყვიერი გაფრთხილება იმასათან დაკავშირებით , რომ აუცილებლად უნდა დაცულიყო ყველა ის მოთხოვნა, რომელიც მითითებულია ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან და რომელიც თავის მხრივ, ეფუძნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მითითებებს კოვიდ პანდემიის და ინფექციის თავიდან ასაცილებლად. ასევე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება გარკვეული საჯარიმო სანქციების შესახებ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics