20:21 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 15:44:03, 3446 ნახვა

ეკონომიკა
„ვილა მთაში“ - დაისვენე ოთხივე სეზონზე

არა აქვს მნიშვნელობა წელიწადის რომელ დროს და როგორ თავგადასავალს ეძებთ, „ვილა მთაში“ ყოველთვის გელით ბაკურიანში და ოთხივე სეზონზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გთავაზობთ. სასტუმრო 11 ე.წ. „ლაქშერი“ ტიპის კოტეჯისგან შედგება, სადაც შესაძლებელია, როგორც მეგობრებთან ერთად აქტიური დასვენება და გართობა, ისე ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში დროის გატარება.

კოტეჯები 4 წლის წინ აშენდა კომპანია „სტრადიქს ფროფერდიზის“ მიერ. თავიდანვე „ვილა მთაში“ გათვლილი იყო მაღალსეგმენტიან უცხოელ დამსვენებლებზე.

კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი ზაზა ზედგენიძე ამბობს, რომ წელს პანდემიის პერიოდიდან გამომდინარე საკუთარი სტრატეგიის გადახედვა და უფრო ადგილობრივ დამსვენებელზე მორგება მოუწიათ. თუმცა, ამის მიუხედავად, სასტუმროს მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსავალი. თიბისის მხარდაჭერით კი, „ვილა მთაში“ კოტეჯების გარე ინფრასტრუქტურის გაფართოებას და მოწესრიგებას გეგმავს და ზამთრის სეზონისთვის მოემზადება.

„სასტუმროს 80-მდე ადამიანის მიღება შეუძლია, ვაპირებთ, რომ კოტეჯების ეზო უფრო მოვაწესრიგოთ, რათა მეტი კომფორტი შევთავაზოთ დამსვენებელს. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კოტეჯები არ გავაჩეროთ, ამიტომ მოგვიწია ადგილობრივ დამსვენებელზე მორგება. ზამთრის სეზონისთვის, ვაპირებთ დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას“, - ამბობს ზაზა ზედგენიძე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics