|
2020-09-01 15:25:48, 2930 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში დეველოპერულ სექტორს სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა წარუდგინეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან სახელმწიფო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებმა პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ბიზნესის წარმომადგენლებს მასში მონაწილეობის მიღების წესები გააცნეს. აღინიშნა, რომ პროგრამა მიმართულია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს შეფერხებული ეკონომიკური აქტივობის სამშენებლო სექტორზე უარყოფითი გავლენის მინიმიზაციისა და უძრავი ქონების ბაზრის სტაბილურობის ხელშეწყობაზე, რაც გამოიხატება სახელმწიფოს მიერ მენაშენეებთან საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებაში აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით დადგენილი წესითა და პირობებით. კერძოდ, კონკურსის წესით შეირჩევა ის მენაშენეები, რომლებთანაც გაფორმდება საცხოვრებელი ფართების გაყიდვის ოფციის ხელშეკრულება პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად. „დღევანდელი შეხვედრა ინდუსტრიასთან კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს მიეძღვნა, რომელიც არის გამოსყიდვის ოფცია. ის კიდევ უფრო მეტ მდგრადობას და სტაბილურობას შესძენს ამ სექტორს, განსაკუთრებით პოსტკრიზისულ პერიოდში, როდესაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვადასხვა დარგების სექტორული მხარდაჭერა. ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება, როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე, რათა სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და ასევე მხარი დაგვეჭირა თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დანაზოგი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. „2008-2009 წლების კრიზისების შემდგომ დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს ბევრ მოქალაქეს, რომლებმაც პირველი შენატანები მსგავს სამშენებლო პროექტებში უკვე გააკეთეს," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს თანმიმდევრულ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბიზნესთან შეთანხმებულ ანტიკრიზისულ გეგმას. "ბინათმენაშენეთა და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ამ გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. დღეისათვის 1700 - ზე მეტმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროექტით", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას განახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, რომელიც კონკურსში გამარჯვებული მენაშენისაგან შეთავაზებულ ფასად, გამოისყიდის მის მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლებში არსებულ საცხოვრებელ ფართებს, მაგრამ არაუმეტეს კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის 30%-ისა. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. ჯამში საკონკურსო ბიუჯეტი 200 მილიონი ლარი იქნება. გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი პირობა ყველაზე დაბალი შეთავაზებული ფასია. სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებთან დისკუსია გაიმართა.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)