20:21 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-31 13:30:55, 3273 ნახვა

ეკონომიკა
ნიკო მჭედლიშვილი - საქართველოს რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელი დატოვება მიანიშნებს სარეიტინგო კომპანიის ნდობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ

„საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის „S&P” - ის გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და პერსპექტივა “სტაბილური” უცვლელი დატოვა,   განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ანგარიში გამოქვეყნდა საქართველოს ეკონომიკაზე კორონავირუსის ნეგატიური გავლენების გათვალისწინებით. ამ ფონზე საქართველოს რეიტინგის და პერსპექტივის უცვლელი დატოვება ნათლად მიანიშნებს სარეიტინგო კომპანიის ნდობაზე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ“, - ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა სარეიტინგო კომპანიის გადაწყვეტილება.

საკუთარ გვერდზე „ფეისბუქის“ სოციალურ ქსელში  ექსპერტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ანგარიშის იმ ნაწილზე,  რომელშიც „S&P“ - ი შესაძლებლად მიიჩნევს საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაზრდას, თუ ეკონომიკური ზრდა აისახება შემოსავლების უფრო მაღალ დონეში და ქვეყნის ექსპორტი გახდება უფრო მეტად დივერსიფიცირებული, როგორც პროდუქტების, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით. 

სარეიტინგო კომპანიამ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის ძლიერ მხარედ, საგარეო გამოწვევების მიუხედავად, ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება დაასახელა. „S&P“ - მ ეკონომიკის მნიშვნელოვან უპირატესობად საქართველოს ინსტიტუციური სიძლიერე მიიჩნია.

„S&P“  ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის ეკონომიკური  რეფორმები, რომლებიც გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული,  მოიცავს: ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას,  ბიზნეს გარემოს შემდგომ გაუმჯობესებას, განათლებისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმას. ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი და სიძლიერე მიანიშნებს მთავრობის შესაძლებლობაზე, უზრუნველყოს ვალის მშპ-თან ფარდობის შემცირება.

აღსანიშნავია, რომ „S&P“ - ი მეორე სარეიტინგო კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის მიუხედავად, ქვეყნის სუვერენული რეიტინგი უცვლელი დატოვა. მანამდე კომპანია „Fitch“-მაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელი დატოვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics