21:18 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-28 12:09:38, 3707 ნახვა

ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილმა ქუთაისის აეროპორტთან 2 მლნ ლარის ინვესტიციით განხორციელებული თანამედროვე სატრანსპორტო - პროფილაქტიკური ცენტრი გახსნა

„მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამედროვე სატრანსპორტო - პროფილაქტიკური ცენტრი სწორედ პანდემიის პერიოდში აშენდა. პროექტში 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ცენტრში 30 ადამიანი დასაქმდა. ხაზგასასმელია, რომ ასეთი ცენტრი შეიქმნა იქ, სადაც განვითარების ძალიან დიდი პერსპექტივაა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა განაცხადა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან კომპანია „ჯიბი მექანიქსის" თანამედროვე სატრანსპორტო - პროფილაქტიკური ცენტრის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილესთან ერთად, ცენტრი ოფიციალურად გახსნეს ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძემ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა ვალერიან ფოცხვერიამ და „ჯიბი ჰოლდინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა შალვა ხუციშვილმა.

პრეზენტაციის შემდეგ, სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრი, სადაც შესაძლებელია ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის, რეგიონის ინფრასტურუქტურის და აგრო სფეროს განვითარებისთვის განკუთვნილი სპეცტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთება.

„ქუთაისის აეროპორტის სიახლოვეს ცენტრის გახსნა შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი ჰოლდინგი ასევე აერთიანებს მგზავრთა გადაყვანის კომპანიას „ჯორჯიან ბასი", რომელიც 7 წელია, რაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამშრომლობს. როდესაც მთელი მსოფლიო დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას და ქუთაისის აეროპორტიც განაგრძობს თავის ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ჩვენც მგზავრებს მოვემსახურებით, „ჯორჯიან ბასის" ყველა ავტობუსი ამ სერვის ცენტრში გაივლის შემოწმებას. უსაფრთხოება, როგორც იყო აქამდე, მომავალშიც დარჩება ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტად“, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

„ჯიბი ჰოლდინგის" აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ცენტრი შეძლებს, მოემსახუროს ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებას - მიკროავტობუსებს, ავტობუსებს, სპეცტექნიკას, სატვირთო ავტომობილებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics