|
2020-08-19 22:44:42, 1351 ნახვა
საზოგადოება
„რუსთავი 2“ ვასამბეკ ბოკოვის წერილს ასაჯაროებს - ბოკოვი საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებს განმარტავს
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, მათ ვასამბეკ ბოკოვისგან წერილი მიიღეს. ეთნიკურად ჩეჩენი რუსეთის მოქალაქე ივნისში დააკავეს, რამდენიმე დღეში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის თბილისში მთავარი არხის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული. გავრცელებული წერილის თანახმად, ბოკოვი საქართველოში, პანკისში მცხოვრები ორი დაპირისპირებული ოჯახის შესარიგებლად ჩამოვიდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ვასამბეკ ბოკოვს, არც ფოტოთნ და არც სახელი და გვარით იცნობენ. „მე დღეს გადავწყვიტე გავასაჯაროვო სრული სიმართლე, მოვყვე ის, რაც სინამდვილეში მოხდა და გავაცნო საზოგადოებას ზუსტი რეალობა. ჩემი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი პანკისში მცხოვრები ორი დაპირისპირებული ოჯახის შერიგება იყო. ამ წლის დასაწყისში ჩემმა ახლობლებმა შემატყობინეს, რომ საქართველოში, კერძოდ, პანკისის ხეობაში მოხდა კონფლიქტი, რომელიც გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში. დაპირისპირების შედეგად უნებლიედ დაიღუპა ერთი ადამიანი, რამაც ისედაც დაძაბული სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა. შეიქმნა საფრთხე, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებდა და შედეგებიც შესაბამისი იქნებოდა. ამ საგანგაშო ვითარებამ გადამაწყვეტინა საქართველოში ჩამოსვლა, რათა მომეგვარებინა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით. სწორედ ამ მიზნით რამდენჯერმე ვესტუმრე პანკისს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ. გარდა ამისა, მე მსურდა საქართველოში ბიზნესის წამოწყება. ჩემმა თანამემამულეებმა შემომთავაზეს დავკავებულიყავი საავტომობილო ბიზნესით. დავინტერესდი და დავიწყე ადგილობრივი ბაზრის შესწავლა. ვიყიდე ავტომობილი. ვაპირებდი, რომ კიდევ მეყიდა და უკრაინაში გადამეყვანა. ამ ბიზნესისთვის ოჯახური ბიუჯეტიდან ფულიც გამომიგზავნეს, მაგრამ დაიწყო საყოველთაოდ ცნობილი კორონავირუსის პანდემია და ჩემი ბიზნესპროექტის განხორციელება ვეღარ მოვახერხე. იძულებული გავხდი, დავრჩენილიყავი საქართველოში. საზღვრები ჩაკეტილი იყო და გადაადგილება - შეფერხებული. უკან, უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობა მხოლოდ ივნისში გამიჩნდა” , - წერია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)