|
2020-08-19 17:39:02, 1895 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პროკურატურის მიერ დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის ძმას და მამას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო , საქმის გარშემო არსებულ დეტალებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი საკონონმდებლო ბაზა, რომელიც დაიცავს როგორც პაციენტის, ასევე ექიმების უფლებებს. მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ექიმის ოჯახმა გაიზიარა სამინისტროს დამოკიდებულება, რომ „უნდა დაიწყოს პროცესები, რათა ნებისმიერ პროფესიაში მეტი სიცხადე იყოს შეტანილი“. „დროულად არის საჭირო ყველა იმ პროცესის დაწყება, რითაც ჩვენ მეტ სიცხადეს შევიტანთ ყველა პროფესიის, დარგის კომპეტენციის ჩამონათვალში. ეს შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მოვლენას, რომ მოხდება ასოციაციების მობილიზება და ჩვენ რეგულირების სააგენტოსთან ერთად დავიწყებთ თითოეული საექიმო საქმიანობის დეტალურ გაწერას. თითოეულ ექიმს შეეძლება თავისი კომპეტენციების ფარგლებში უსაფრთხოდ ჩაატაროს მანიპულაცია და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამართლებრივ ჭრილში მოსამართლისთვის და გამომძიებლისთვის იყოს მეტად უფრო ცხადი, თუ სად გადის ზღვარი ექიმის დანაშაულსა და ექიმის პასუხისმგებლობას შორის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტროს მხრიდან გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა არსებობს. “გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა გარკვეულწილად არსებობს და ჩვენი არაერთი განცხადებით ეს უკვე მოხერხდა, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებას მივცეთ იმის საშუალებაც, რომ ექსპერტების სრული ჩართულობით ჩაატაროს უფრო მეტად სამართლიანი გამოძიება, რომელიც იქნება ფაქტებზე დაყრდნობილი, რაც პაციენტის პატრონს არ მისცემს იმის განცდას, რომ სახელმწიფო მხოლოდ ექიმის მხარეს დგას”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. შეხვედრას , ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი ზაალ კაპანაძე ესწრებოდნენ.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)