12:28 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-17 16:46:28, 946 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ფოსტამ მსოფლიო საფოსტო კავშირისგან საერთაშორისო ექსპრეს გზავნილების „EMS“-ის მომსახურების უმაღლესი ჯილდო მიიღო

მსოფლიო საფოსტო კავშირი UPU ყოველწლიურად ატარებს წევრი ეროვნული საფოსტო ოპერატორების აუდიტორულ შეფასებას, საერთაშორისო ექსპრეს გზავნილების EMS-ის მომსახურების ხარისხის (EMS Customer Care) და სტანდარტების შესრულების (EMS Performance) კუთხით. 2019 წლის აუდიტის შედეგად საქართველოს ფოსტა გახდა ვერცხლის ჯილდოს მფლობელი, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ფოსტამ სრულად მოახდინა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და შესრულება.

„ჩვენთვის მეტად საამაყო შედეგია მსოფლიოს 181 საფოსტო ოპერატორს შორის გაღიარონ საუკეთესოთა შორის, ამისთვის მადლობა მსურს გადავუხადო საქართველოს ფოსტის გუნდს, რომელმაც დიდი შრომა გასწია ასეთი შედეგების მისაღწევად. ჩვენს მიერ შეთავაზებული სერვისი სრულად პასუხობს პრემიუმ კლასის მომსახურების ყველა სტანდარტს“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

მსოფლიო საფოსტო კავშირის საერთაშორისო ექსპრეს გზავნილების EMS-ის გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა, საქართველოს ფოსტა EMS გაერთიანებაში 2001 წელს გაწევრიანდა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი და აერთიანებს 180-ზე მეტ წევრ ქვეყანას, რომლებიც ერთად მუშაობენ EMS მომსახურების განვითარების და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე ორგანიზაცია ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების თანამშრომლობას, რათა მომხმარებლებს გაუწიონ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი საფოსტო სერვისი მთელ მსოფლიოში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics