|
2020-08-17 16:38:54, 923 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა ჩოხატაურში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
საქართველოს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 81-ე საზოგადოებრივი ცენტრი დაბა ჩოხატაურში საზეიმოდ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი სოსო გიორგაძე და მოწვეული სტუმრები. ჩოხატაურის საზოგადოებრივი ცენტრი გურიის რეგიონში რიგით მეექვსე იქნება. ცენტრები ფუნქციონირებს ლანჩხუთში, ნიგოითში, ხიდისთავში, ქვემო ნატანებსა და კოხნარში. საზოგადოებრივი ცენტრი ჩოხატაურისა და მიმდებარე სოფლების – გუთურის, დაბლაციხის, ფარცხმის, ჩაისუბნის, გოგოლესუბნის, შუა ამაღლების, ამაღლების, გორაბერეჟოულის, ერკეთის, ზემო და შუა სურების, ბუკისციხის, დიდი ვანისა და სხვათა – 24 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ჩოხატაურში 9 აპრილის ქუჩაზე სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში სწრაფად, ადგილიდან გაუსვლელად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურებით. მომხმარებელს ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით შეუძლია, აიღოს პასპორტი/პირადობის მოწმობა, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საკადასტრო გეგმა თუ საარქივო მომსახურება და სხვა. შენობას აქვს შშმ პირებისთვის განკუთვნილი პანდუსი. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. აქ შესაძლებელია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების მიღება, მოსახლეობას შეუძლია, ასევე, ცენტრებში 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და სკაიპის ოთახით ისარგებლოს. ჩოხატაურის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის საზეიმო ღონისძიების მონაწილეთა სადღესასწაულო განწყობაზე გასართობი შოუპროგრამით ანიმატორებმა იზრუნეს. ჩატარდა სახალისო ვიქტორინა საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობის შესახებ, ცენტრის გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართა. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა წელს აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში – ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანსა და ხარაგაულში გაიხსნა. საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)