22:40 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 11:58:51, 1123 ნახვა

ეკონომიკა
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას განახორციელებს

არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების საერთაშორისო საბაზრო ფასის მკვეთრად შემცირების გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროექტს განახორციელებს.

იმისათვის, რომ ვაშლის აღების სეზონზე, დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებს არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა და მიიღონ შემოსავალი, შემუშავდა არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტი.

პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.

ცვლილებები შედის „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტშიც, რომლის ფარგლებშიც, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე საბრუნავი საშუალებებისთვის კრედიტი გაიცემა მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შეძენის მიზნობრიობით. ქვეკომპონენტის ფარგლებში, სესხის მიღება შეუძლიათ მხოლოდ  იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული იქნებიან 2020 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით  შექმნილ საკოორდინაციო შტაბში.

ქვეკომპონენტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განისაზღვრება 1 000 000 ლარიდან 5 000 000 ლარის ჩათვლით, ხოლო სააგენტოს თანადაფინანსების ვადა განისაზღვრება 12 თვით და სააგენტო განახორციელებს მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას.

სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სააგენტო გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics