|
2020-08-06 10:46:50, 2408 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ COVID-19-ის პანდემიის დროს გენდერისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა მონაწილეობა მიიღო გენდერისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ონლაინ შეხვედრაში - „გენდერი და COVID -19 - უსაფრთხოების სექტორის მიერ მიღებულ გამოცდილება“. შეხვედრა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერიკა კვაპილოვამ გახსნა. ონლაინ ღონისძიებაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციამ (UN Women) ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრთან (DCAF) ერთად წარმოადგინა გენდერისა და უსაფრთხოების შესახებ პრაქტიკული მითითებების კრებულის ქართული თარგმანის პრეზენტაცია. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში პოლიციის მიერ გენდერული პერსპექტივით მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ყოველდღიურად უწევს მონიტორინგს გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებს. მონაცემთა ანალიზის შედეგების თანახმად, დეპარტამენტმა შეიმუშავა სტრატეგიული გეგმა, რათა გამოვლენილიყო არსებული პრობლემები და გამოწვევები. COVID-19-ის პანდემიის დროს ერთ-ერთი გამოწვევა ოჯახში ძალადობის შემთხვევების შესაძლო ზრდა იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხთა უწყებათშორის კომისიასთან და შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა სტრატეგია - „კომუნიკაციის სტრატეგია ოჯახური და გენდერული ძალადობის შესახებ COVID-19-ის კრიზისის დროს“. აღნიშნული კომუნიკაციის სტრატეგია წარმატებით განხორციელდა, რის შედეგადაც მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდა ოჯახში ძალადობის და მისი სამართლებრივად გადაჭრის გზების თაობაზე“, - აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა. გენდერისა და უსაფრთხოების შესახებ პრაქტიკული მითითებების კრებული შემუშავებულია 2020 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), ჟენევის უსაფრთხოების სექტორის მართვის ცენტრის (DCAF) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ. კრებული მიმოიხილავს გენდერული მეინსტრიმინგის მნიშვნელობას უსაფრთხოების ისეთ სექტორებში, როგორიცაა: პოლიცია და მართლწესრიგი, საზღვრების მართვა და გენდერი, დაზვერვის სამსახურები და გენდერი, მართლმსაჯულება და გენდერი, თავისუფლების აღკვეთის ადგილები და გენდერი და სხვა.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)