|
2020-08-05 19:09:59, 2844 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობისა" და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე თ.გ.-ს, ხოლო „ქურდული სამყაროს" წევრობისა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის ფაქტზე გ.გ.-ს დაუსწრებლად წარუდგინა ბრალდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთში მყოფი „კანონიერ ქურდის" - თ.გ.-ს მითითებით და ხელმძღვანელობით, „ქურდული სამყაროს" წევრი გ.გ. თურქეთიდან დაუკავშირდა საქართველოში მყოფ მამას, ასევე „ქურდული სამყაროს" წევრს - ა.გ.-ს და საქართველოში, ბიზნესსაქმიანობით დაკავებული მ.ყ.-სთვის ოჯახის წევრების გატაცების მუქარით, თანხის გამოძალვის ორგანიზება მოახდინეს. მიზნის მისაღწევად, 2020 წლის 1 ივნისს დაზარალებულ მ.ყ.-ს „კანონიერ ქურდის" - თ.გ.-ს დავალებით, უცნობი პირი დაუკავშირდა და ჩეჩნური კრიმინალური დაჯგუფების სახელით, შვილის გატაცების ორგანიზებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ 60 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. მეორე დღეს კი დაზარალებულს „ქურდული სამყაროს" წევრი ა.კ. დაუკავშირდა და წარმოშობილი პრობლემის მოგვარებას „ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებისა და „კანონიერი ქურდის" თ.გ.-ს დახმარებით დაპირდა. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულს, თურქეთის რესპუბლიკიდან რამდენჯერმე დაუკავშირდა „კანონიერი ქურდი" - თ.გ. და „ქურდული სამყაროს" წევრი - გ.გ., რომლებიც თავიანთი კრიმინალური ავტორიტეტისა და „ქურდული სამყაროს" იერარქიაში მაღალი სტატუსის ხაზგასმით ცდილობდნენ მ.ყ.-ს დაშინებას, რათა მას ა.კ.-სთვის თანხა გადაეცა. 2020 წლის 12 ივნისს, დაზარალებულმა მ.ყ.-მ დაშინებითა და მუქარით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 10 000 აშშ დოლარი ა.კ.-ს გადასცა, რის შემდგომ სამართალდამცავებმა იგი დააკავეს. 2020 წლის 14 ივნისს ა.კ.-ს წარედგინა ბრალდება და იმავე დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 2020 წლის 5 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თ.გ.-ს და გ.გ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ და მათ მიმართ გამოცხადდა ძებნა. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
Bloomberg: ნატო უკრაინაში რუსეთის დანაკარგებს გასულ თვეში 50 000 ადამიანს აფასებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)