|
2020-08-05 18:55:07, 1899 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფოს დახმარებით ქართული ეკიპაჟი შრი-ლანკადან სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდოეთში საქართველოს ელჩის არჩილ ძულიაშვილის დახმარებით მოხერხდა გამონაკლისის დაშვება და კომპანია "ელ-ვიქტორ ქრუ მენეჯმენტი"-ს გემის ქართული ეკიპაჟი ისევ სრულად ქართველი მეზღვაურებით შეიცვალა. ეკიპაჟის წევრების როტაცია, პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. მეზღვაურები საქართველოში ავიაკომპანია My way Airlines-ის სპეციალური ავიარეისით ჩამოვიდნენ. "ხაზგასმით აღვნიშნავ ჩვენი ელჩების გულისხმიერებას და ჩართულობის მაღალ დონეს მეზღვაურთა როტაციის პროცესებში. მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთს დაშვებული აქვს მეზღვაურთა შეცვლა თავის ტერიტორიაზე, საკარანტინე სივრცეების გადატვირთვისა და ფრენების გადადების გამო ძალიან ძნელია დღეს მსგავსი ოპერაციების წარმოება. თუმცა, სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობით წარმატებით შევცვალეთ 34 მეზღვაური. როტაციის პროცესი მთავრობის დახმარებით წარმატებით გრძელდება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ პანდემიის ფონზე შევძელით შეგვექმნა მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე და დღეს ისინი ისეთ პოზიციებზე საქმდებიან, სადაც ადრე სხვა ეროვნების მათი კოლეგა მეზღვაურები საქმდებოდნენ", განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად საქართველოს მოქალაქე 4000-მდე მეზღვაურს დაეხმარა.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)