|
2020-08-01 10:20:01, 2819 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონს ორი ახალი სკვერი შეემატა
გლდანის რაიონს ორი ახალი სკვერი შეემატა. სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის და პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ. მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ გასულ წელს, მოსახლეობის ჩართულობით, ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა, წელს კი, 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერი მოეწყო. სამუშაოების შედეგად, გაკეთდა ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემა და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. დამონტაჟდა ფიტნესზონა. გარდა ამისა, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც, დაირგო ხეები. ტერიტორიაზე მოიხატა კედლები და ასევე, გლდანის რაიონში პირველად განხორციელდა სკვერში მოწყობილი ბავშვთა სათამაშო მოედნების კაუჩუკის საფარის მოხატვა, რომელიც სამხატვრო სტუდიის ,,ბეგი არტი“ მიერ შესრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „ჩვენი ჯგუფი” შეასრულა. აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 156 925 ლარი დაიხარჯა. გლდანის პირველი მიკრორაიონის N14-N15 -N21 კორპუსების მიმდებარედ კი არსებული სკვერის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სადაც 2 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი. ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც, დაირგო ბუჩქები და ყვავილები. სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არბამ“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 240 277 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მოსახლეობასთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)