|
2020-07-27 10:35:37, 1928 ნახვა
სამართალი
შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. შესაბამის შუამდგომლობას ადვოკატი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში დააყენებს. „მოლოდინი არანაირი არ მაქვს, თუმცა, ვაპირებ აღკვეთის ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით შუდგომლობის დაყენებას, რომ პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი. რადგან საქმეში არასრულწლოვნები არიან ჩართული, მათი ვადის გადაწევა არ ხდება და ამიტომ გამოყვეს ეს 11 პირი და დანარჩენების აღმკვეთი ღონისძიება ცოტათი წინ. არგუმენტები ის გახლავთ, რაც პირველ სასმართლო პროცესზე იყო, მაგრამ საზოგადოებრივი წნეხის და სხვადასხვა გარემოების გამო სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე ვერ იყო და ვერ დაადასტურა თავისი ღირსეული თავისუფლება, ვფიქრობ, დღესაც იდენტური სიტუაცია იქნება“, - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ. შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორისაა თენგო ბარბაქაძეც, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლია კოდექსის 225-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)