|
2020-07-25 13:10:40, 4351 ნახვა
საზოგადოება
ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 25 ივლისს სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდა. ჩატარდა ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. მიმდინარეობს ნაშრომების გასწორების პროცესი. შედეგების გამოქვეყნება ეტაპობრივად, სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება. გამოსაცდელები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ გამოქვეყნებისთანავე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 94%-მდე აბიტურიენტი გამოცხადდა, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი. იყო დაგვიანების ერთეული შემთხვევები და გამოცდიდან მოხსნის სამი ფაქტი (გამოცდაზე მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის შეტანის გამო). 2020 წლის საგამოცდო პროცესი ერთიანი ეროვნული გამოცდებით 6 ივლისს დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გაიხსნა ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ზედმიწევნით იცავდა გამოცდებზე უსაფრთხოების წესებს, რომლებიც შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ. გათვალისწინებული იყო როგორც მაგიდებზე არსებულ დამცავ ფარებთან, თერმოსკრინინგთან, შესაბამისი დისტანციის დაცვასთან, ასევე კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაცია. გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობაა: აბიტურიენტები - 39 300-ზე მეტი; სტუდენტები - 3 600-ზე მეტი; მაგისტრობის კანდიდატები - 12 600-ზე მეტი; მასწავლებლობის მსურველები - 12 000 – მდე. მასწავლებლობის მსურველები გამოცდებში 22 ივლისიდან ჩაერთვნენ. სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართა. მაგისტრობის მსურველთათვის გამოცდები კი 1-4 აგვისტოს ჩატარდება. ინფორმაცია აბიტურიენტებისათვის: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ეძლევათ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც, აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ სთხოვს აბიტურიენტებს, საკუთარ რეიტინგულ სიაში ნებისმიერი ცვლილების შეტანის შემდეგ არ დაავიწყდეთ გამოიყენონ შენახვის ღილაკი და დაიმახსოვრონ ყველა ცვლილება. ასევე, შედეგების გამოცხადების შესახებ ან გამოცდებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას გაეცნონ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუკგვერდზე.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ პარტია "დროა" არასასურველი ორგანიზაციების სიაში შეიყვანა
მიქანაძე: საქართველო-ჩინეთს შორის განათლების სფეროში მნიშვნელოვან ეტაპზე გადავდივართ
დემოკრატები მასკს მოუწოდებენ, შეინარჩუნოს დოკუმენტები Starlink-ის უკრაინისთვის შეზღუდვების შესახებ
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)