12:28 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-24 11:33:16, 2704 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე,  მ.კ.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ნ. ერთხმად ცნო დამნაშავედ.

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 ოქტომბერს ბრალდებულმა გ.ნ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მ.კ.-ს გულმკერდისა და წელის არეში დანით მიაყენა ჭრილობები, რის შედეგადაც გ.ი. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულ გ.ნ.-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დადასტურდა ბრალდების მხარის უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. ასევე, დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერი, ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მკვლელობის ადგილზე და დანაშაულის იარაღზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური და დაქტილოსკოპიური კვალი.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ გ.ნ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
168 სადგური - სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
9 თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა $20.5 მილიარდამდე გაიზარდა
იაპონური UD Trucks საქართველოშია - ბრენდს კავკასიაში ექსკლუზიურად „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენს
მაკრონი: საფრანგეთმა უკანონო საწვავის გადაზიდვაში ჩართული ტანკერი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics