|
2020-07-21 11:13:09, 3661 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - „ქართულმა ოცნებამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, ფაქტობრივად, ერთობლივად დაგეგმეს მიხეილ კალანდიას მსხვერპლად შეწირვა
„პარტნიორობა აქვს გაწეული „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ რომელბმაც ერთობლივად დაგეგმეს, ფაქტობრივად, მიხეილ კალანდიას მსხვერპლად შეწირვა“, - ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა. მისი თქმით, თუ იგივე პოლიტიკური ძალა, რომელმაც გავლენა მოახდინა მოსამართლეზე თუ აქაც მიაღწევს, მაშინ კალანდიას მიმართ იგივე გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარსაგიშვილზე ზეგავლენა მოახდინა და მიაღებინა პოლიტიკური დატვირთვის მქონე გადაწყვეტილება, თუ ამ ძალამ აქაც მოაღწია, იგივე გადაწყვტილება იქნება დატოვებული. არსებობენ პარტნიორები და ამ შემთხვევაში პარტნიორობა აქვს გაწეული „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ რომელბმაც ერთობლივად დაგეგმეს, ფაქტობრივად, მიხეილ კალანდიას მსხვერპლად შეწირვა, თავისი პოლიტიკური მერკანტილური ინტერესების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა ადვკოკატმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდიას საქმეზე განაჩენს სააპელაციო სასამართლო დღეს გამოაცხადებს. კალანდია 2019 წლის 4 ივნისს, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. კალანდია საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდდა, მაგრამ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)