|
2020-07-11 21:45:19, 3521 ნახვა
სამართალი
დეპუტატ კობა კობალაძის სპორტსმენი შვილი ადამიანის დაჭრისთვის დააკავეს
ცნობილი ხდება, რომ დეპუტატ კობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა, ის მამასთან ერთად ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გამოცხადდა. საქმე ეხება თბილისში მომხდარ ინციდენტს, რაზეც სისიხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღიძრა. "ჩემი შვილი და მე ერთად გამოვცხადდით განყოფილებაში. ბევრი რამეა აგორებული მასზე. ჩატარდება კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები და რეალურად სამართლებრივი შეფასება მიეცემა მის საქმეს. არავის ხელს არ ვაფარებ. ბავშვი არის სპორტსმენი, ის ცდილობს სიმართლის მხარეს იყოს. თუ ვინმე ეცდება ამ საქმით წინასაარჩევნოდ რაიმე პროვოცირება მოახდინოს, ეს უკვე მათი პრობლემაა". – ამბობს დეპუტატი კობა კობალაძე რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში. დავით კობალაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს , დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)