|
2020-07-10 16:22:48, 3138 ნახვა
სამართალი
ტატიაშვილის ადვოკატი - ბრალის დამძიმებას საერთოდ გამოვრიცხავ, რადგან ამის მტკიცებულებები არ ჩანს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის, გიორგი ყიფშიძის განცხადებით, ჯერჯერობით არ ჩანს მტკიცებულებები, რომლითაც ბრალდებულ პირებს ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდებათ. ადვოკატი ბრალის დამძიმებას საერთოდ გამორიცხავს. „მე გამოვრიცხავ საერთოდ ბრალის დამძიმებას იმიტომ, რომ საერთოდ შემხებლობაში არ იმყოფება იმ ეპიზოდთან, ახლოშიდაც კი არ დგას. თუმცა, ცალსახად იმის ძახილი, რომ ვისაც ბრალი დაუმძიმდა ამ ხალხმა ეს ჩაიდინა, რეალურად ეს მტკიცებულებები ჯერჯერობით არ ჩანს. მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ეს ბავშვი თავისით ჩავარდა წყალში, რადგან თუ ასეთი ნაცემი იყო ადამიანი და ამდენი დაზიანება ჰქონდა მას, ჩანთის თავი ნამდვილად არ ექნებოდა, რათა სადღაც უსაფრთხო ადგილზე დაედო და მერე უკვე წყალში დამხრჩვალიყო. მე ამას ვერ დავიჯერებ“, - განაცხადა ყიფშიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)