16:11 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 14:49:27, 3061 ნახვა

სამართალი
დამოუკიდებელი ექსპერტი ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ადასტურებს, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი არის ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ის ასევე აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის თირკმელში აღმოჩნდა პლანქტონი.

„რაც შეეხება სიკვდილის მიზეზს, ანუ ასფიქსიას წყალში დახრჩობით, გვამის მაკროსკოპული გამოკვლევის რეჟიმში ჩვენ გვქონდა წინასწარი მინიშნებითი ინფორმაცია,, ანუ დამახასიათებელი ნიშნები წყალში დახრჩობის, მაგრამ შეგნებულად ვიკავებდი თავს სიკვდილის მიზეზის დასახელებისგან, რამეთუ მძიმეა ამაზე საუბარი, მაგრამ ადგილი ჰქონდა გვამის ლპობით პროცესებს, რაც ართულებდა მიკროსკოპული კვლევის შედეგებს, რომლებიც უტყუარად ერთიანობაში მოგვცემდენენ იმის შესაძლებლობას რომ სიკვდილის მიზეზზე კატეგორიულად გველაპარაკა.

თირკმელში აღმოჩნდა პლანქტონი, შესაბამისად, ეს არის სპეციფიკური ნიშანი და მთლიანობაში ვადასტურებ, რომ ის დასკვნა რომელიც ხელში მიჭირავს და ამ დასკვნას აწერს ხელს სამხარაულის ექსპერტთან ერთად ჩვენი წარმომადგენელიც, ცალსახაა, რომ გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია, განვითარებული წყალში დახრჩობით.

ის ინფორომაცია, რაც არაერთმა ადვოკატმა გააჟღერა, რომ უფრო ადრე არ შეეძლოთ სიკვდილის მიზეზის თქმაო? ამის მიზეზი აგიხსენით, რომ რესურსი ლაბორატორიული კვლევის შედეგების სრულად მიღებამდე არ გაგვაჩნდა და როგორც კი მივიღეთ შედეგი მაშინვე განვაცხადეთ“, - განაცხადა ექსპერტმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics