|
2020-06-28 12:33:34, 2044 ნახვა
სამართალი
გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ მცხეთის რაიონულ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციის მიხედვით, იმის გამო, რომ საქმეში ექვსი არასრულწლოვანი ფიგურირებს პროცესი დახურულია, მას არც ჟურნალისტები დაესწრებიან. ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგო ბარბაქაძის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. „მოგვიწია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობა, რადგან ასეთი რაღაც არ გამიგია, რომ აღკვეთის ღონისძიება ინიშნება დილით და წინა დღეს, ღამის პირველ-ორ საათზე გადმომეცა საქმის მასალები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და თავს ცნობს უდანაშაულოდ. შუამდგომლობით მივმართავ პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ჩანს პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში და მას ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია“,- განაცხადა გიორგი ფოფხაძემ. დაკავებული სპორტსმენების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იმედოვნობს, რომ მოსამართლე სპორტსმენების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას არ გამოიყენებს. „მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყება არ იმოქმედებდა ისე ქაოსურად, როგორც უკვე იმოქმედა. მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ, მივიღეთ, ცუდი რაღაც. ამ უბედურებას კიდე 17 ადამიანის უბედურება ემატება. საქმის მასალებში არსად არ დასტურდება ბრალეულობა. მიმაჩნია, რომ უსაფუძვლოა დაკავება და იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არც ერთ სპორტსმენზე და არც ერთ ადამიანზე არ გამოიყენებს. იმედი მაქვს, ეს საქმე არ იქნება პოლიტიზებული და იქნება სამართლებრივ ჩარჩოში ჩამჯდარი. აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მოწმე გურო საუბრობს, რომ არანაირი იძულება არ განუხორციელებიათ იმ პირებს, რომლებიც „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში ისხდნენ. არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონიაო. ამ ვიდეო ჩანაწერში რამდენიმე წამი ჩერდება მანქანა, ხიდის ქვეშ არ ჩასულა მანქანა, მხოლოდ მაშინ ჩავიდა, როდესაც გურო ჩაისვეს და წავიდნენ“,- განაცხადა კობაიძემ. სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ცნობილია, რომ პროკურატურა 17-ივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“. შეგახსენებ, რომ ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.
ლევან მახაშვილი -ბრიუსელის ბიუროკრატია დინების წინააღმდეგ ცურავს
თორნიკე ფაღავა: საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა
ლაშა ფარულავა – საპროცესო შეთანხმება არის ერთადერთი გზა, ჩვენმა თანამებრძოლებმა პოლიტიკურ ტყვეობას დააღწიონ თავი, ამიტომ არაფერი დასაძრახი არ არის
გიგა ფარულავა – ციხეში რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც ლიდერებმა 4 ოქტომბერს შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
ხარკოვში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ნანგრევების ქვეშ სამი გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)