10:39 - 14 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-08 16:02:59, 1720 ნახვა

საზოგადოება
ტატიშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. საგზაო სამუშაოები ამჯერად, ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე ჩატარდა.

მასშტაბური სამუშაოების შედეგად, 1000 კვ.მ ფართობზე ამორტიზებული ასფალტი  ორფენიანი საფარით შეიცვალა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ტროტუარი და  ბორდიურიც მოეწყო. 

დასრულებულ სამუშაო პროცესს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე გაეცნო.

საგზაო სამუშაოები კონტრაქტორი კომპანია „პარმის“ მიერ შესრულდა, რისთვისაც   მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთმა აშშ-სგან უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის დაფინანსება შეაჩერა
თეთრმა სახლმა დაადასტურა ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის პირველი ერთობლივი შეხვედრა - განხილვის თემები ცნობილია
აშშ-ში საჰაერო მიმოსვლის მასშტაბური შეფერხების შედეგად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანი დაზარალდა
აშშ-სთან მოლაპარაკებების დროს რუსეთმა მოითხოვა ნატოს სამხედრო ყოფნის შეზღუდვა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში (საქართველოში) - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics