სტრასბურგის სასამართლო 14 ივნისს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებას სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებს, - ამ ინფორმაციას თავად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთიდან ე.წ. მესაზღვრეებმა 2 ადგილობირვი მკვიდრი გაიტაცეს.
აშშ-ის საელჩოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ქართულ-ამერიკული ორმხრივი დიალოგი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის და რეგიონული დანაყოფების 26 ექსპერტ-კრიმინალისტს ბათუმში, დანაშაულის ადგილის გამოძიების თემაზე ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე დააკავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა ბაიაშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მესამე ნაწილით დამნაშავედ სცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ოჯახური დანაშაულის, კერძოდ, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებული მაგდა პაპიძის მიმართ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პასუხობს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად პროკურატურის ბალანსზე რიცხული 5 ავტომანქანა და იძულებით, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ჩამორთმეული და ამ დრომდე გამოუყენებელი 80 000 ლარი დაუბრუნდებათ. ინფორმაციას "მთავარი პროკურატურა" ავრცელებს:
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ნუგზარ ქუთათელაძეს და ამავე დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსს - რევაზ ქობულიას შეხვდა.
"10 ივნისი მართლმსაჯულების პანაშვიდის დღეა",-ასე შეაფასა რუსთავი 2-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა ტელეკომპანიასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, აშშ-ს ენერგეტიკის ტეპარტამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენისა და შეკავების ოფისის დირექტორ ლაურელ კოტონს და ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის წარმომადგენელ ჟან გალს შეხვდა.
"რუსთავი 2"-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გაადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია „პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისათვის“ ოფისში მომხდარი ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More