|
2016-07-22 12:20:29, 1202 ნახვა
სამართალი
სოსო ცისკარიშვილი: მიუღებელია, სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირი პროკურატურას ეახლოს
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და გიორგი პაპუაშვილის ერთობლივი შეხვედრის გამართვა აუცილებელია. როგორც ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საზოგადოების უპირველესი ინტერესი იმ პირის მოძიება უნდა იყო, რომელიც მოსამართლეებზე ზეწოლას გეგმავს. „მთელი ჩვენი საზოგადოების უპირველესი ინტერესი უნდა იყოს, რომ მოვიძიოთ ის პირი, რომელიც მოსამართლეებზე ზეწოლას გეგმავს და დავალებებს აძლევს შესაბამის სტრუქტურებს. საუბარი იმაზე, რომ მოსამართლეებზე ზეწოლასა და მოსყიდვის მცდელობას არ აქვს ადგილი, შეუძლიათ ტელეკამერებთან იმ მოსამართლეებმა თქვან, რომელთაც საუბრისას არაბუნებრივი ღიმილი დასთამაშებთ. სასწრაფოდ გიორგი პაპუაშვილს, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის უნდა დაიგეგმოს შეხვედრები. უფრო შედეგიანი იქნება თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პრეზიდენტსა და პრემიერს ცალკ-ცალკე არ შეხვდება, რადგან სხვადასხვა პოლიტიკური ინტერპრეტაციები არ მიეცეს ამ ყოველივეს“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა. რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, ექსპერტის თქმით, არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში კონსტიტუციური სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურტურში არ იბარებენ. „ჩემთვის მიუღებელია, რომ სასამართლო სისტემის უმაღლესი თანამდებობის პირი უნდა ეახლოს პროკურატურას. ამისთანა რა ხარჯი ვერ გაიმეტეს პროკურატურაში, რომ ორი შესაბამისი პირი ბათუმში ვერ მიავლინეს. პაპუაშვილი, თურმე, პროკურატურაშია დაბარებული. ასეთი რამ რომელ ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება?! იქნებ შემდგომ თუ ვინმეს პაპუაშვილის ჩვენება ფანტაზიად მოეჩვენა, მის დაპატიმრებაზეც იფიქრონ“, - აცხადებს ცისკარიშვილი. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა და გიორგი პაპუაშვილს მიმართა, „მისთვის სასურველ დროს“ უწყებაში გამოცხადდეს.
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
“რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)