კვირიკაშვილი: მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა დაისახა
საქართველო აღიარებს გარემოს დაცვას, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელ ნაწილს; სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა დაისახა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "გარემო ევროპისთვის" მერვე მინისტერიალის მონაწილეებს, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.