|
2016-08-15 11:01:28, 691 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარიას განცხადებით, გასული ბედუკაძე ხაჩიაშვილის პოლიტიკური რეკლამა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, საოზგადოებრივ მაუწყებელზე გასული ბედუკაძე ხაჩიაშვილის პოლიტიკური რეკლამა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული. „როგორც იცით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბედუკაძისა და ხაჩიაშვილის პოლიტიკური რეკლამა გადის, რომელიც საქართველოს სახლემწიფოს და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული. ამ ყველაფერზე პირდაპირი პასუხისმგებლობა მთავრობას და პირადად ბიძინა ივანიშვილს აკისრია, რომელმაც სრული მხარდაჭერით შესაძლებელი გახადა, რომ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერებად ის ადამიანები გვევლინებიან, რომლებიც საქართველოს სახელმწფოს, საქართველოს სუვერენიტეტს უარყოფენ. ჩვენ გვახსოვს რომ ბედუკაძე რომელიც ძალიან მძიმე დანაშაულში იყო ბრალდებული, მაგრამ ის გმირად აქციეს და დღემდე ივანიშვილის ვიწრო გარემოცვაშია. ხაჩიაშვილი კი ღიადაა რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირში. ესაა იმ არაჯანსაღი პოლიტიკის ნაწილი, რომელიც 4 წელია მიმიდნარეობს და ეს უნდა შეიცვალოს 8 ოქტომბერს, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ჩევნი სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვის რელსებს“,-აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
აშშ სანქციებს უწესებს რვა კანადურ გაცვლით კომპანიას ირანთან კავშირების გამო
კრემლმა აბუ-დაბიში უკრაინის საკითხზე სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა გამოაცხადა
ზელენსკი აშშ-ის არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატებისგან უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას იმედოვნებს
დიდმა ბრიტანეთმა ორბიტაზე ახალი სამხედრო თანამგზავრი გაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)