|
2020-03-25 17:45:39, 1935 ნახვა
კომენტარი
დავით ჭიჭინაძე - ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედეგად დოლარი, 40 %-ით გაძვირდა
„ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედეგად დოლარი, 40 %-ით გაძვირდა“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დავით ჭიჭნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი „აბსოლუტური სიგიჟე იყო“. „ეროვნულმა ბანკმა უკვე 100 მილიონი დოლარი გაყიდა და შედეგად დოლარი, 40 %-ით გაძვირდა. ამიტომ ვთვლი, რომ ეს აბსოლუტური სიგიჟეა! რადგან, მაშინ როდესაც ტურიზმიდან 3 მილიარდი შემოგვდიოდა, გადმორიცხვებით 2 მილიარდი, არამგონია ამის დაბალანსება სავალუტო რეზერვების გაყიდვით ვინმემ მოახერხოს. ამასთან, არც ეროვნულ ბანკს, არც მთავრობას პასუხი არ გააჩნია, რეალურად სად გადის, ვინ ყიდულობს ამ ოდენობის ვალუტას?!კონვერტაციის პროცენტი მაინც დაუწესონ, ადამიანებს სასპეკულაციო სურვილი რომ დაეკარგოთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ. ჭიჭინაძის თქმით, ქვეყანაში არსებული ფული სწორად უნდა დაიხარჯოს. „ფული, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, სწორად უნდა იქნას დახარჯული და არა ასეთი თავისუფალი საბაზრო პრინციპებით, როდესაც არავინ იცის, ვინ სად, ან რა ვალდებულებებით რიცხავს ამ ფულს. უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის განვითარება. გადასახადებისს დაწევა კონომიკის სტიმულირების ერთ-ერთი მექანიზმია, მაგრამ ეს პირველ რიგში ადგილობრივ წარმოებას უნდა შეეხოს, ზოგ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს კიდეც გადასახადები“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
პეტერ მადიარი უნგრეთის პრემიერი ოფიციალურად გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)