15:38 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-20 14:48:13, 282 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო

აქციებზე დაკავებული აქტივისტის, ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე ირანში მოთამაშე გიორგი გველესიანის პოლიტიკურ განცხადებებს აკრიტიკებს და „სამარცხვინოს“ უწოდებს. განცხადება ცეცხლაძემ "ტვ პირველთან" გააკეთა.

 

სამარცხვინო განცხადებაა, ეროვნულ ნაკრებს, თითქმის მთლიან შემადგენლობას რომ უწოდო "მოღალატეები" მაშინ, როცა განცხადება პირდაპირ დაკავშირებული იყო საქართველოს კონსტიტუციის დაცვასთან. ასეთ დროს, როცა ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებ და კონსტიტუციის დაცვის მიმართულებით გაკეთებულ განცხადებას ღალატში უთვლი, რეალურად, აცდენილია აბსოლუტურად ყველაფერს. ვერ გავიგე რა ეგზისტენციალურ საფრთხეს ხედავდა ამაში და ევროპა რატომ არის საფრთხე და ირანი და რუსეთი რატომ არის პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნისთვის? ასეთი სამარცხვინო განცხადება ბევრი გაგვიგია. ირანის გავლენა ეტყობა ამ ადამიანს იმდენად, რამდენადაც იქ თამაშბს ეს პიროვნება. მე ვფიქრობ, რომ ასეთი განცხადებისგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი.

როცა შენი განცხადებები ერთი ერთში ემთხვევა "ოცნების" ნარატივს, ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ იმ ოლიტიკური მსოფლმხედველობის და ორიენტაციის ხარ და შესაბამისად, გამორიცხული არ არის, იმ გუნდში პოლიტიკური თვალსაზრისითაც აღმოჩნდე. ვფიქრობ, რომ მაღაც ფორმით ემზადება შემდგომში რომ მოვიდეს პოლიტიკაში, მინიმუმ, პარლამენტარის დონეზე, - ამბობს ზურაბ ცეცხლაძე. 

საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეთა ნაწილი „მარგინალურ ჯგუფებად“ და „კოლექტიურ მოღალატეებად“ მოიხსენია. „ჯეო თიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გველესიანი აცხადებს, რომ მასშტაბური საპროტესტო აქციების პერიოდში ფეხბურთელებზე ზეწოლა ხორციელდებოდა და, მისი თქმით, ნაკრების წევრების პროევროპული განცხადებების გაკეთებაც ამ გარემოებას უკავშირდებოდა.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
მაკრონმა ტრამპს უპასუხა: საფრანგეთი ყოველდღე არ დაადასტურებს თავის სუვერენიტეტს ვიღაცის უცნაური განცხადებების გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics