16:55 - 20 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-25 13:35:22, 2187 ნახვა

კომენტარი
პაატა იმნაძე - მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები, უნდა ვიმუშაო

მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები, უნდა ვიმუშაო, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, სამედიცინო დაწესებულებებში ხანდაზმული ადამიანების მუშაობასთან დაკავშირებით.

პაატა იმნაძემ ჩინეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ პენსიონერი ექიმები დაუბრუნდნენ სამსახურს, რათა ემსახურათ ქვეყნისთვის.

მანვე დასძინა, რომ მიდგომა ორგვარია, თუმცა რეკომენდაცია ეხება ყველას ერთნაირად, გინდ ექიმს და გინდ სხვა პროფესიის ადამიანს.

„ორგვარია მიდგომა, გავიხსენოთ, რომ ჩინეთში პენსიოერი ექიმები დაბრუნდნენ სამსახურებში, რომ ემსახურათ ქვეყნისთვის. რეკომენდირებული ყველას ეხება ერთნაირად, გინდ ექიმი იყოს და გინდ სხვა პროცესიის ადამიანი, 65 წელზე მეტის ვინც არის, სახლში უნდა დარჩეს და არ უნდა გამოვიდეს გარეთ. მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ მე სახლში ვერ დავრჩები, მე უნდა ვიმუშაო“, - განაცხადა იმნაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics