|
2020-03-25 13:14:33, 2079 ნახვა
კომენტარი
დავით ზალკალიანი - დაგეგმილი რეისებით სამშობლოში საქართველოს 300 მოქალაქე დაბრუნდება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებულi რეისების განრიგზე ისაუბრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი კლასის ბილეთის ფასი 199 ევროს არ აღემატება. "საქართველოს პრემიერ მინსტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს ავია ხაზები“ საქართველოს მთვრობასთან მჭიდრო კორდინაციით განახორციელებს საჰაერო ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით. უკვე განხორციელდა ორი ფრენა, 23 მარტს თბილისი-ბერლინი-ბათუმის მიმართულებით და 24 მარტს თილისი-ათენი -თბილისის მიმართულებით, რომელიც „ეგეოსის ავია ხაზმა“ შეასრულა. ამ ორი რეისით სამობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე. რაც შეეხება შემდეგ განრიგს ის ასეთი გახლავთ : 26 მარტი, თბილისი-ვენა-თბილისი, 31 მარტი, თბილისი ამსტერდამი თბილისი, 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისი, 7 აპრილს თბილისი-ათენი-თბილისი, 10 აპრილს თბილისი-ლარნაკა-თბილისი. მგზავრთა ნაკადის, ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთ მოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია, რეისამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდება. რაც შეეხება, უახლოეს ორ ფრენას ვენა-ამსტერდამის მიმართულებით, როგორც უკვე ცნობილია კომპანია „აირზენას“ თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთნ დაკავშირებით, ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების გამო გაუქმდა, შედეგად ამჟამად ვენაშ გვყავს გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა დიდი ნაწილი თვშესაფრით და ბროდუქტებით უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავსტრიის რესპუბლიკაში. ანალოგიური ვითრება გვაქვს ამსტერდამში, სადაც გაუქმებული რეისის მგზავრები უზრუნველყოფილნი არიან თავშესაფრით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ეს ადამიანები, რომლებიც სხვადსხავა ქვეყნებში იმყოფებიან დავაბრუნოთ სამობლოშ, მათი რაოდენობა არც ისე მცირეა და ორივე რეისის დროს ხომალდი სრულად ივსება. მეტი გამჭვირვალობისთვის კომპანია გამოაქვეყნებს შესაბამის დოკუმენტაციას. რაც შეეხება შემდეგ ფრენებს ვარშავა,ათენსა და ლარნაკას მიმართულებით აღნიშნულ რეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებ გვერდზე. აღნიშნული რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკის პრინციბით. ბილეთების შეძენასთნ დაკავშრებით ინფორმაცია განთვსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთ სამინისტროს ისე საქართველოს დიპლომატიურ წაარმომადგენლობებსა და კომპანია „აირზენას“ ვებ გვერდზე. საკოორდინაციო საბჭოს გადააწყვეტილებით, პრემიერ მინისტრის მითითებით აღნიშნულ რეისზე ბილეთის ფასი, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ბიზნეს თუ ეკონომ კლასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს, ეს პრინციპი უნდა იყოს მკაცრად დაცული და რაღათქმა უდნა გაკონტროლდება. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება კარანტინს ", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
IT სპეციალისტ გიორგი კვიცარიძეს რომელმაც პოლიციის განყოფილებაში წამების კადრები მოიპოვა, 17 წელი პატიმრობა შეუფარდეს
ზურაბ ცეცხლაძე გიორგი გველესიანზე: სამარცხვინოა, ეროვნული ნაკრების თითქმის მთლიან შემადგენლობას მოღალატეები უწოდო
ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის ინტერვიუზე - მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?
გარემოს ეროვნული სააგენტო - ბათუმში 21 საათის განმავლობაში უწყვეტად წვიმდა - 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)