16:35 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-22 13:34:59, 1326 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი - თქვენ გეუბნებიან, შორს შორს დადექითო, რაც იოლი შესასრულებელია, მთავარია არ დავშორდეთ უფალს
,,თქვენ გეუბნებიან, შორიშორს დადექითო, ეს მცირე საშუალებაა, რომელიც მოგვცა უფალმა, მთავარია უფალს არ განვშორდეთ, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას განაცხადა. ,,აი, თქვენ გეუბნებიან, რომ შორიშორს დადექითო. ეს არის საშუალება, ეს არის მცირე საშუალება, რომელიც მოგვცა უფალმა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს აი, ამ სვლაში, ამ რთულ გზაზე. გზა რთულია, მაგრამ ჩვენი გასავლელია, ჩვენ უნდა გავიაროთ ეს გზა, აი, ჩვენს სამღვდელოებას ვუთხარით, რომ ეს გზა მიგვიყვანს ჩვენ უფალთან და უფალი დაგვაყენებს მარჯვენა მხარეს. გმადლობთ უფალს,რომ უფალი ასეთი მოწყალეა. ჩვენი სახელები ჩაწერილია წიგნსა მართლცხოვრებისა და ეს სახელები სასუფეველია სასუფეველში. არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ღვთის განგებით არის ყველაფერი, ჩვენ ვმადლობთ უფალს. ეს რაც ხდება, შორიშორს დადექით, ეკლესიის გარშემო დადექით, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია. მთავარი ის არის, რომ ჩვენ არ დავშორდეთ უფალს, უფალთან ვიყოთ, აი ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი, ეს არის მთავარი და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა სასუფეველისა. დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, მტკიცედ იდექით, წყალობა და მადლი ღვთისა აღმავალია ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით, ჩვენთან არს ღმერთი", - აღნიშნა პატრიარქმა.



ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics