|
2026-07-08 14:58:05, 8482 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუციით მიიღო „ჰააგის დეკლარაცია“
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ (OSCE PA) მიიღო „ჰააგის დეკლარაცია“, რომელიც მოიცავდა რეზოლუციას საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. რეზოლუციას, სახელწოდებით „არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა საქართველოში“, თანაავტორი აშშ-ის კონგრესმენი ჯო უილსონი იყო. დოკუმენტის თანახმად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: გამოხატავს შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო და აღნიშნავს, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშებში დაფიქსირებულია სერიოზული დარღვევები; გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტპატიმარი, რომლებიც ასეთად აღიარებულნი არიან ეროვნული და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ; სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა ზეწოლისა და შევიწროების მუქარის გარეშე. განაგრძონ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა დემოკრატიული ნორმების აღსადგენად და მომავალი არჩევნები ეუთოს ვალდებულებების სრული დაცვით ჩაატარონ;
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)