|
2026-07-13 14:07:27, 3076 ნახვა
სამართალი
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
დემონსტრანტ ისაკო დევიძეს, რომელსაც სასამართლოს უპატივცემულობას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ მიიღო. მან დევიძე წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. დაცვის მხარის ინფორმაციით, ისაკო დევიძე პენიტენციურ დაწესებულებას 6 თვეში დატოვებს. ისაკო დევიძე თავდაპირველად 2025 წლის 20 დეკემბერს ადმინისტრაციული წესით, პოლიციელის შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს და 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვამდე კი მას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით წაუყენეს ბრალი, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, დევიძემ მოსამართლე ზვიად ცეკვავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)