|
2020-03-19 15:33:57, 1349 ნახვა
კომენტარი
ტიკარაძე აგრესიულ ტესტირებაზე - ბევრი მომწოდებელი იმყოფება ბაზარზე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადები, ქვეყანაში აგრესიული, სწრაფი ტესტირების დანერგვა მნიშვნელოვანია. მანვე აღნიშნა, რომ ბაზარზე ტესტირების მომწოდებელი ბევრი კომპანიაა, თუმცა იმისათვის, რომ გადაცდომა არ მოხდეს აუცილებელია ხარისხის შემოწმება. მანვე აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად, მიმდინარეობს ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან კომუნიკაცია, რადგან ამ მიმართულებიტ მათ მეტი გამოცდილება აქვთ. "ჩვენ დავაანონსეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აგრესიული ტესტირება. ჩვენ გვაქვს სამთავრობო მოლაპარაკებები კორეასთან და ასევე ჩინეთთან. ვინაიდან ამ ქვეყნებს აქვს საუკეთესო გამოსავალი და გამოცდილება კორონავირუსის ტესტირებასთან. ძალიან ბევრი მომწოდებელი იმყოფება ბაზარზე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ტესტების ხარისხის შემოწმება იმისათის, რომ არ გვქონდეს გარკვეული გადაცდომა. რაც შესაძლოა სავალალო იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მთავრობას აქვს აღებული სრული პასუხისმგებლობა ადმაიანების მკურნალობაზე გვინდა, რომ დიაგნოსტიკის კომპონენტშიც გვქონდეს მაქსიმალურად მკაფიო გეგმა და უმაღლესი ხარისხი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)