|
2020-03-18 18:15:56, 1310 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - საქართველოს მოქალაქეები არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილნი, მათ ქვეყანაში დაბრუნების საშუალება არ აქვთ
„საქართველოს მოქალაქეები არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილნი. მათ არ აქვთ საშუალება არათუ კომერციული რეისით დაბრუნდნენ ქვეყანაში, არამედ რამე შეღავათიანი ბილეთი იყიდონ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, უნდა დაიგეგმოს სპეციალური რეისები და საქართელოს მოქალაქეები ქვეყანაშ უნდა დავაბრუნოთ, რადგან თუ იქ დაინფიცირდებიან, მათ ყურადღებას ვერავინ მიაქცევს. „ყველა ჩვენ სმოქალაქეს მინდა ვთხოვო, რომ უპირობოდ, ზედმიწევნიტ დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელსაც ჩვენი მედიკოსები იძლევიან. ეს არის იმის გარანტია, რომ საქართველო ამ ეპიდემიის რუკაზე დარჩება ისევ ისე წარმატებულ ქვეყანად, როგორც ახლა ვართ, სხვა სახელმწიფოებთან შედარებით. მეორე, ოპოზიციამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავს იკავებს ხელისუფლების კრიტიკისგან იმიტომ, რომ სახოგადოებას ახლა სჭრიდება ერთიანობა, თანადგომა და მთლიანად სახელმწიფომ, ყველა მოქალაქემ ერთა დუნდა დავძლიოთ ეს ეპიდემია. ის რამდენად ეფექტური იყო ხელისუფლების ქმედებები ამას განვსჯით მას შემდეგ, რაც ამ 21-ე საუკუნის შავ ჭირს მოვერევით. მთავარი თემა, უამრავი ზარი შემოდის პირადად ჩემთან და უამრავი ზარი შემოდის პარტიაში ევროპიდან. საქართველოს მოქალაქეები არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩარჩენილნი. მათ არ აქვთ საშუალება არათუ კომერციული რეისით დაბრუნდნენ ქვეყანაში, არამედ რამე შეღავათიანი ბილეთი იყიდონ. ამიტომ გინდათ თხოვნა დაარქვით, გინდაც რჩევა, მინდა მივმართო ხელისუფლებას, სასწრაფოდ საჭრო არის ავიახაზების მეშვეობით ჩარტერების დაგეგმვა იმისათვის, რომ მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ ქვეყანაში. იმ შემთხვევაში თუ იქ დაინფიცირდებიან მათი მიმხედვარი არავინ არაა იქ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)