|
2020-03-18 15:48:00, 2653 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვან შვილზე ძალადობასა და მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტზე ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვან შვილზე განხორციელებულ ძალადობასა და მეუღლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე ბრალდებული ბ.ბ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" პროკურატურამ განუცხადა. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის დეკემბერში, ქ. გორში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ბ.ბ. - მ არასრულწლოვანი შვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რასაც მისი მეორე არასრულწლოვანი შვილი ესწრებოდა. ასევე, 2020 წლის 13 იანვარს, ბ.ბ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ლ.ბ. - ს. სამართალდამცველებმა ბ.ბ. 2020 წლის 14 იანვარს, ქალაქ გორში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა", „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი) (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) და 111-151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ ბ.ბ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)