00:53 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-26 23:45:00, 368 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს

ყველას მოვუწოდებ, ისარგებლონ ჩემ მიერ გამოქვეყნებული პოსტით, რომ გავერკვეთ, რა არის ამის ანატომია, – ამის შესახებ  ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელმას, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქმე გვაქვს სექტასთან, რომელსაც ქურუმებმა მოუხაზეს, ვინ არიან მათი მტრები და ამ მტრებზე თავდასხმა, ზიზღი, მათ რელიგიურ აქტს წარმოადგენს.

„ამ მოვლენას უნდა შევხდეოთ, როგორც გარკვეულ კლინიკურ მოვლენას, როდესაც დაბინდული გონების მქონე ფუნდამენტური სექტის წევრები თავს ესხმიან სხვებს. გვინახავს სხვადასხვა კუ კლუქს კლანები თუ მსგავსი სექტები, რომლებიც აგრესიული არიან მათ მიმართ, ვისაც თავისიანებად არ აღიქვამენ. ასე უნდა შევხედოთ. მთავარია, ნებისმიერი ძალადობა, აგრესია უნდა აღკვეთოს სახელმწიფომ. რა ვქნათ, რაღაცებს უნდა შევხედოთ, მათ შორის, იუმორითაც. ეს ადამიანები აჩვენებენ საკუთარ სულიერ სიმდაბლეს, ემოციურ მოწყვლადობას და თავის პრობლემებს გვიჩვენებენ. ეს უნდა დავინახოთ. ყველა თავდასხმაში უნდა დავინახოთ მათი შინაგანი პრობლემა, რომელიც აქვთ და ამისი პროეცირების მცდელობა სხვებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics