|
2020-02-12 16:44:01, 1502 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დელეგაციას შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დირექტორს გლობალური ურთიერთობის საკითხებში ანდრეას შაალს შეხვდა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველოსა და OECD - ს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე წლის 17 – 19 მარტს თბილისში დაგეგმილი აღნიშნული ორგანიზაციის წლიური შეხვედრის - OECD Eurasia Week საორგანიზაციო საკითხები. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით. აღინიშნა, რომ ქართულმა მხარემ ევროკავშირის მხარდაჭერით და OECD - ისა და GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების) თანამშრომლობით შეიმუშავა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგია 2016 – 2020 წლებისთვის, ასევე აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია 2021 – 2025 წლების სტრატეგიაზე მუშაობა. ყურადღება გამახვილდა OECD-ის მიერ საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შესრულების მონიტორინგზე, რომლის შესწავლის შემდეგაც OECD-ის მიერ დადებითად შეფასდა სტრატეგიის შესრულების მდგომარეობა და საქართველო დასახელდა სამოდელო ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო ქვეყნებს შორის. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში, სადაც OECD Eurasia Week - ის ღონისძიება ჩატარდება, რაც საქართველოს, როგორც წარმატებული ეკონომიკური რეფორმების განმახორციელებელი ქვეყნის დიდი აღიარებაა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კვირეულის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება კვლევა „მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 2020", რომლის მიხედვითაც საქართველომ კვლავ მნიშვნელოვანი პროგნოზი აჩვენა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. კვირეულის დროს ასევე გაიმართება სესია, რომელზეც OECD-ის მიერ წარმოდგენილი იქნება „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის მიმოხილვის" პირველადი მიგნებები. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიის მიმართულების დირექტორი უილიამ ტომპსონი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.
კალაძე - ბიძინა ივანიშვილის სახელთან, მის გადაწყვეტილებასთან და მის გარშემო გაერთიანებულ ადამიანებთან არის დაკავშირებული 2012 წლის 1 ოქტომბერი
ზურაბ ცეცხლაძე საზმაუზე: ჩვენს აქციაზე საინფორმაციო გამოშვებაში ერთი წინადადებაც არ თქვეს
ბინადობის უფლებისთვის 3000 ევროს ძალავდნენ- დაკავებულია ორი პირი
გამოავლინეს ვალუტის გადამცვლელი 15 უკანონო პუნქტი, დაკავებულია 9 პირი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)