16:48 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-18 16:36:19, 215 ნახვა

პოლიტიკა
ბიბილაშვილი - კითხვა ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით მახეა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, კითხვა ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით მახეა და პარტიის აკრძალვის საკითხთან კავშირში არაა.

ამის შესახებ მან საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას განაცხადა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თორნიკე ჭეიშვილმა  ოპოზიციის წარმომადგენლებს ჰკითხა:

„ამჟამად საქართველოს ჰყავს თუ არა დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული საქართველოს პარლამენტი, კონსტიტუციური წესების დაცვით საქართველოს პარლამენტი, კონსტიტუციური პროცედურით ფორმირებული საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციით დადგენილი წესით ფორმირებული საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოს საერთო სასამართლოები, სხვა დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოები და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები?“

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, ეს კითხვა პოლიტიკური დისკუსიის საგანია.

„ეს კითხვა არ არის რელევანტური, ეს არის პოლიტიკური საკითხი და ბუნებრივია, ამაზე ჩვენი პასუხი გაგვაჩნია, მაგრამ ეს ვერ იქნება პირდაპირ შემხებლობაში პარტიის აკრძალვის საკითხთან.

რაღაცნაირი მარტივი მახე არის, რომ თუ ვიტყვით, რომ ვაღიარებთ, მაშინ იტყვიან, აი, ხომ გვაღიარეთო, თუ იტყვი, რომ არ აღიარებ, მაშინ წახვალ ციხეში. ეს არის არჩევანი, რომელსაც რომელსაც მხარე უტოვებს საზოგადოებას. იმ საზოგადოებას, რომელიც არ ეთანხმება მათ პოლიტიკურ კურსს, იმ საზოგადოებას, რომელიც არ ეთანხმება იმ ფუნდამენტურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც მათ დააყენეს ქართული სახელმწიფო“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქცირებული სამთავრობო იმედის და პოსტვ-ის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა
გვარამია- ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი არარელევანტურია პარტიების გაუქმებასთან
ბიბილაშვილი - კითხვა ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით მახეა
ქობულეთის პოლიციაში ძალადობის საქმეზე სამ პოლიციელს 6-6 წლით პატიმრობა მიესაჯათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics