|
2026-11-18 16:32:20, 245 ნახვა
სამართალი
ქობულეთის პოლიციაში ძალადობის საქმეზე სამ პოლიციელს 6-6 წლით პატიმრობა მიესაჯათ
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა, 17 ნოემბერს 6-6 წლით პატიმრობა მიუსაჯა სამ ყოფილ პოლიციელს „ქობულეთის პოლიციაში მოქალაქეების ცემის საქმეზე“. ამ საქმეზე პროკურატურამ 3 პოლიციელს ირაკლი კაციტაძეს, ბექა კუხალაშვილს და მიხეილ ჯინჭარაძეს ბრალი 2026 წლის თებერვალში წარუდგინა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით. გიორგი კვიცარიძეს, 32 წლის IT-სპეციალისტს, რომლის სახელიცა და გვარიც პოლიციის განყოფილებაში დაკავებულებზე ძალადობის ამსახველი კადრების მოპოვებას უკავშირდება, 7 სექტემბერს, სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2022 წლის 2 ივლისს ქობულეთის რაიონულ სამმართველოში „გამოძიება დაიწყო მობილური ტელეფონის ძარცვის ფაქტზე. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვიდეოკადრებში დაფიქსირებული პირები – პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. პოლიციის შენობაში ყოფნისას ხსენებულ პირებს, პოლიციის თანამშრომლებმა მოსთხოვეს ძარცვის ფაქტის აღიარება და მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა“.
სანქცირებული სამთავრობო იმედის და პოსტვ-ის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა
გვარამია- ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი არარელევანტურია პარტიების გაუქმებასთან
ბიბილაშვილი - კითხვა ხელისუფლების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით მახეა
ქობულეთის პოლიციაში ძალადობის საქმეზე სამ პოლიციელს 6-6 წლით პატიმრობა მიესაჯათ
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
რესპუბლიკელების მთავარი მოწინააღმდეგე, კალიფორნიის გუბერნატორი უკრაინას ეწვია და დახმარება გამოაცხადა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



