|
2020-02-06 11:09:41, 2025 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა-მარტინი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები და სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2019 წლისთვის 5,2 პროცენტი შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალია. "გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით, ეკონომიკა ყოფილიყო მდგრადი და სტაბილურად ზრდადი. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდებოდა როგორც წარმოების, ასევე სერვისების მიმართულებით. ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებამ და ზრდამ ტურიზმის სექტორში, რომელმაც ივლისი - სექტემბრის პერიოდში დარგიდან მიღებული შემოსავლების კლების მიუხედავად, გასული წელი მაინც ზომიერი მატებით დაასრულა," - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის განცხადებით, მთავრობა, სწორი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებით, შეძლებს ეკონომიკური სტაბილურობის გაუმჯობესებას და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას. თავის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა დადებითად შეაფასა ფონდის პროგრამის მიმდინარეობა და აღნიშნა, რომ გატარებული სტრუქტურული ცვლილებები ემსახურება საქართველოში ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას, რომელიც თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე აისახება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია გამჭვირვალობის და კონკურენციის უზრუნველყოფა. აღინიშნა, რომ რეფორმების შედეგად საქართველოს ექნება გახსნილი, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი ევროპულ სტანდარტებს მიახლოებული მარეგულირებელი ბაზით. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
საფრანგეთში, მოსწავლეებმა სკოლების ბლოკირება დაიწყეს მასწავლებლების დეფიციტისა დანგრეული ინფრასტრუქტურის გამო
ბერა ივანიშვილი მამის კონტროლირებად სასამართლოში ჩივილით ემუქრება ყველას, ვინც ქოლცენტრების მფარველობას აბრალებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)