17:10 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-18 16:45:21, 221 ნახვა

ეკონომიკა
სანქცირებული რუსული Wildberries-ის საქართველოში ტაქსის გაშვებას აპირებს

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ანგარიშის მიხედვით, რუსული სავაჭრო პლატფორმა Wildberries-ის საქართველოში ტაქსის გაშვებას აპირებს. ამის შესახებ, ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი.

„ტრანსკომ გრუპმა“ 2026 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა ტენდერი №69749, 21
ოქტომბერს კი - №69790. ორივე WB Taxi-ის ავტომობილების ბრენდირებას ეხებოდა.
მეორე ტენდერი თბილისში დაახლოებით 150 ავტომობილისთვის ფირის დამზადებასა
და დატანას ითვალისწინებდა. ტენდერი გაშვებისთვის მზადებას ადასტურებს.
გაფორმდა თუ არა ხელშეკრულება, რამდენი ავტომობილი დაიბრენდა, დაიწყო თუ არა
მგზავრების გადაყვანა და ვინ იქნება უშუალო გადამყვანი, საჯარო ჩანაწერებში ვერ
დგინდება. 
ნოემბრის დასაწყისისთვის სერვისი მოქმედებდა ბელარუსში (მინსკი, ბრესტი,
გროდნო), ყირგიზეთში (ბიშკეკი, ოში, მანასი) და უზბეკეთის ექვს ქალაქში, მათ შორის
ტაშკენტსა და ფერგანაში. სომხეთში 22 სექტემბერს ერევანში ადრეული წვდომის
5
რეჟიმი ამოქმედდა. რუსეთში ჯგუფმა აპრილში შეიძინა Citymobil-ი, Taxovichkof-ი და
Gruzovichkof-ი. უშუალოდ WB Taxi-ის ბრენდით რუსეთში სერვისის ამოქმედება
მოძიებული ცნობებით ვერ დადასტურდა. [19, 20]
ნებართვები და მონაცემთა დაცვის რისკი
თბილისში მსუბუქი ავტომობილით ტაქსით გადაყვანას მუნიციპალური ნებართვა
სჭირდება. A კატეგორია ქუჩიდან მგზავრის აყვანის უფლებასაც იძლევა და
ავტომობილის გარეგნობაზე დამატებით მოთხოვნებს ადგენს. B კატეგორია წინასწარი
გამოძახებით მომსახურებას მოიცავს, მათ შორის აპლიკაციით მიღებული შეკვეთებით.
ნებართვის მფლობელი შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიძლება
იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი. ვის სახელზე იქნება ნებართვები და ვინ აგებს
პასუხს მგზავრის გადაყვანაზე, დამოკიდებულია იმაზე, ქართული ოპერატორი თავად
მოემსახურება მგზავრებს თუ შეკვეთებს პარტნიორ გადამყვანებს გაუნაწილებს.
საქართველოში უკვე მოქმედი Yandex Go საკუთარ თავს საინფორმაციო სერვისად
აღწერს და მიუთითებს, რომ მგზავრებს გადამყვანები ემსახურებიან. 

ტაქსის აპლიკაცია ამუშავებს მისამართებს, მგზავრობის დროსა და ანგარიშთან
დაკავშირებულ ინფორმაციას. განმეორებადი მარშრუტებით შეიძლება ადამიანის
საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი ან ყოველდღიური გადაადგილების რეჟიმი
გამოიკვეთოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვინ მართავს ქართულ სერვისს, სად ინახება
მგზავრობის ისტორია და რა საფუძვლით შეიძლება მისი სხვა ქვეყანაში გადაცემა.
საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო გადაცემისთვის ადგენს პირობებს, მათ
შორის სათანადო გარანტიებს ან კანონით განსაზღვრულ სხვა საფუძველს. [23, 24]
2024 წლის სექტემბერში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა დაადგინა, რომ
Yandex-ის ტაქსის სერვისის მიმწოდებელმა შპს „რიდეტექ ჯორჯიამ“ ქართველ
მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები რუსეთში უკანონოდ გადასცა. კომპანია 4
000 ლარით დაჯარიმდა. [25]
თუ სერვისი ამოქმედდება, Yandex Go-ს რუსულ ჯგუფთან დაკავშირებული კიდევ
ერთი პლატფორმა დაემატება. Wildberries-ის ჯგუფი ონლაინვაჭრობისა და სასაწყობე
საქმიანობის შემდეგ მგზავრობის შეკვეთების ბაზარზეც შევა. მძღოლების ქსელის
შექმნა და მგზავრობის შეკვეთების განაწილება ჯგუფს საკომისიო შემოსავლის მიღების
შესაძლებლობას მისცემს. რა მასშტაბს მიაღწევს საქმიანობა და ვისთან წავა საკომისიო
შემოსავალი, ქართული ოპერატორის ხელშეკრულებებსა და გადახდის მოდელზე
იქნება დამოკიდებული. - ნათქვამია ანგარიშში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ქუთაისში
სანქცირებული რუსული Wildberries-ის საქართველოში ტაქსის გაშვებას აპირებს
სანქცირებული სამთავრობო იმედის და პოსტვ-ის შემოსავლები მკვეთრად შემცირდა
გვარამია- ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობის საკითხი არარელევანტურია პარტიების გაუქმებასთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics