|
2020-01-30 18:03:49, 1586 ნახვა
საზოგადოება
2019 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, დარეგულირდა ტყითსარგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება სატყეო სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე გამახვილდა. 2019 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, დარეგულირდა ტყითსარგებლობის გარკვეული მიმართულებები, მათ შორის, პლანტაციური მეურნეობის წარმოება და სოფლის მეურნეობისთვის საჭირო სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მექანიზმები; ტყის რეკრეაციული პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება და ხე-ტყის ნარჩენის ეფექტიანი მართვა. გაუმჯობესდა სააგენტოს თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. 2019 წელს, სააგენტო აქტიურად მუშაობდა სატყეო განათლების ხელშეწყობის, დარგში ახალგაზრდა კადრის მოზიდვასა და საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესების კუთხით. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროფესიულ სასწავლებლებში (ახალციხის პროფესიული სასწავლებელი „ოპიზარი“, კაჭრეთის „აისი“, წინამძღვრიაანთკარის საზოგადოებრივი კოლეჯი) სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესიული სწავლება 2017 წლიდან აღდგა. ორი წლის განმავლობაში პროფესიას დაეუფლა 156 ადამიანი, საიდანაც უკვე დასაქმებულია 119 სპეციალისტი. 2019 წელს, სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მომზადდა სპეციალური სტაჟირების სამთვიანი პროგრამა. გადამზადდა სატყეო განათლების მქონე 16 ახალგაზრდა, რომლებიც დასაქმდა ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე. აღნიშნული მიმართულებით საქმიანობას სააგენტო 2020 წელსაც გააგრძელებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებებია ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება. ასევე, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც, როგორც მოსახელობის სათბობი შეშით მომარაგების ახალი მექანიზმის დანერგვას, ისე კერძო სექტორის ხელშეწყობასაც გულისხმობს და ტყის მდგრად მართვასთან ერთად, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს ზრდის.
საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში, არეულობის დროს ხანძრის შედეგად, მე-19 საუკუნის მერიის კოშკი ჩამოინგრა
„ლინდსი შოკირებული იქნებოდა“ - რესპუბლიკელები ტრამპს რუსეთისთვის სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გამო აკრიტიკებენ
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)