|
2026-10-17 18:08:56, 303 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
საინფორმაციო გამოშვებაში უნდა იყოს დაცული ნეიტრალიტეტის პრინციპი, წლების განმავლობაში მოქმედებდა ეს ნორმები კანონმდებლობაში, თუმცა მათი აღსრულება არ იყო უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, დღეს არის უზრუნველყოფილი ამ ნორმების აღსრულება და ობიექტურობის სტანდარტები ადგენს, როდის შეუძლია, მედიასაშუალებას შეფასებითი განცხადება გაავრცელოს, როდის – არა. „თქვენ იცით, რომ კონტექსტია მნიშვნელოვანი, რა კონტექსტშია სიტყვა „რეჟიმი“ გამოყენებული. როდის შეუძლია, მედიასაშუალებას შეფასებითი განცხადება გაავრცელოს, როდის არ შეუძლია, ამას ადგენს ობიექტურობის სტანდარტები. მე დეტალებში ვერ შევალ, რადგან ამ ყველაფერს არეგულირებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია. თუ რაიმე შეკითხვა არსებობს კომუნიკაციების კომისიასთან მიმართებით, მათ უნდა დაუსვათ. უკვე მრავალი წელია, საქართველოში ობიექტურობის სტანდარტები მოქმედებს. უბრალოდ ეფექტური არ იყო შესაბამისი ნორმები გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობდა აღსრულების მექანიზმი. თავისთავად საინფორმაციო გამოშვებაში, განსხვავებით საავტორო გადაცემისგან, რომ უნდა იყოს დაცული ნეიტრალიტეტის პრინციპი, ეს არ არის ახალი, ხომ? წლების განმავლობაში მოქმედებდა ეს ნორმები ჩვენს კანონმდებლობაში, ისევე როგორც მოქმედებს ძალიან ბევრი სხვა ქვეყნის კანონმდებლობაში, თუმცა მათი აღსრულება არ იყო უზრუნველყოფილი. დღეს არის უზრუნველყოფილი ამ ნორმების აღსრულება ობიექტურობის სტანდარტიდან გამომდინარე“, – განაცხადა კობახიძემ. მისივე განმარტებით, აქამდე არ არსებობდა კანონმდებლობაში გაწერილი სტანდარტების აღსრულების მექანიზმი და ახლა ჩაიდო აღსრულების მექანიზმი.
კობახიძე მედიას ცენზურას აქტიურად აგრძელებს და მედიასაშუალებებს სამართლებრივი დევნით ემუქრება
ქართული ოცნება – ივანიშვილმა შეაჯამა წარსულში გუნდში არსებული კორუფციული გამოწვევები და აღნიშნა, რომ პრემიერის, გუნდისა და ძალოვანი სისტემის ეფექტური მუშაობა
მოსკოვში დრონების თავდასხმების შედეგად 350-ზე მეტი რეისი გაუქმდა და გადაიდო
საბერძნეთი განიხილავს ლიეტუვაში კრემლის ორი კრიტიკოსის მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქის ექსტრადირებას
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სლავიანსკს FAB-250-ით დაარტყა: მრავალსართულიანი შენობები დაინგრა, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
სექტემბერში, რუსული დაბომბვის გამო, უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)